თანამშრომლის შეფასების მეთოდები - 11 აგვისტოში 2016 - ბლოგი - ფილმები ქართულად | filmebi qartulad - online, serialebi
მთავარი » 2016 » აგვისტო » 11 » თანამშრომლის შეფასების მეთოდები
0:07 AM
თანამშრომლის შეფასების მეთოდები

პერსონალის რეგულარული შეფასება - ყველა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. საშუალოდ, თანამედროვე კომპანიებში, თანამშრომლების შეფასება ხდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ხშირად აღნიშნულ ფუნქციას ასრულებს სპეციალური საკადრო განყოფილებები ან სააგენტოები. აღნიშნული მიდგომის უპირატესობა მდგომარეობს მაქსიმალურად უტყუარი ინფორმაციის მიღებაში, ასევე ექსპერტების დამოუკიდებლობაში თანამშრომლების შეფასებისას. შეფასების დროს ვლინდება თანამშრომლის დადებით და უარყოფითი მხარეები, განისაზღვრება მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა და სხვა დეტალები. შეფასება შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მეთოდით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: ანკეტირება აღნიშნული მეთოდის დროს თანამშრომელმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც მასზე უფრო ნათელ სურთას ქმნის. ტესტები თანამშრომლის შეფასების ეს მეთოდი ანკეტირებას ჰგავს, თუმცა, ტესტებში შეკითხვები უფრო მკაფიოდ ფორმულირებულია და მოითხოვს უფრო ზუსტ და კატეგორიულ პასუხებს. ტესტირების მეთოდი თანამშრომლის უფრო მეტი თვისებების და მახასიათებლების გამოვლენის საშუალებას იძლევა. გამოიყოფა ტესტირების სამი სახეობა: ფსიქოლოგიური (რომლითაც ხდება თანამშრომლის პიროვნული თვისებების შეფასება), კვალიფიკაციური (ფასდება კვალიფიკაცია და თანამშრომლის მიერ დაკავებული თანამდებობისადმი მისი შესაბამისობა), ფიზიოლოგიური (ფასდება თანამშრომლის ფიზიოლოგიური თვისებების და მისი შრომისუნარიანობა). ინტერვიუ-გასაუბრება როგორც წესი, ტარდება სპეციალისტების მიერ (ჩვეულებრივ ესენი არიან ფსიქოლოგები), რომლებიც შესაფასებელ თანამშრომელთან გასაუბრების საფუძველზე ახდენენ ინფორმაციის დამუშავებას. ინტერვიუს მსვლელობის პროცესში ხდება თანამშრომლის თვისებების, ინტელექტის, მოტივაციის, ხასიათის, ტემპერამენტის ტიპისა და სამუშაოსადმი დამოკიდებულების განსაზღვრა. საქმიანი თამაშების მეთოდი აღნიშნულ მეთოდს საფუძვლად უდევს თამაში, რომელშიც მოცემულია რაიმე სიტუაცია, რაც ავლენს ადამიანის ხასიათის სპექტრს. მაგალითად, ვლინდება თანამშრომლის გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა, განისაზღვრება ლიდერის თვისებები და პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა და სხვა თვისებები, რომელიც საჭიროა კონკრეტულ ორგანიზაციაში მუშაობისთვის. დასკვნის სახით შეიძება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად თანამშრომლებში ინტერესდებიან შემდეგი მომენტებით: კვალიფიკაცია, დისციპლინურობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მოცულობა, ხელმძღვანელობასთან და სხვა თანამშრომლებთან დამოკიდებულება, პირადი მიზნები, მოტივაციის დონე, ხასიათი და ტემპერამენტი

realcredit swwrafi sesxi
კატეგორია: სასაცილო თრეილერები | ნანახია: 84 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Nam viverra in dui sit amet consequat.

- John Doe, creative director

Praesent vestibulum commodo mi eget congue. Ut pretium vel lectus vel consectetur.

- John Doe, creative director

Etiam quis aliquam turpis. Etiam in mauris elementum, gravida tortor eget, porttitor turpis.

- John Doe, creative director

ფილმები ქართულად
ფილმები ქართულად filmebiqartulad.org